darejani
Tuesday, March 5, 2019
Saturday, March 19, 2011
ჯადოსნური ხუთკუთხედი.
პროექტის სახელწოდება: ჯადოსნური ხუთკუთხედი.
პროექტის მთავარი იდეა: დაწყებით კლასებში ინდივიდუალური
და ჯგუფური მუშაობისათვის კვლევის, დასვენებისა და თამაშისათვის–ეფექტური
გარემოს შექმნა.
პროექტის აქტუალობა: მე–3 კლასის სასწავლო პროგრამებში სხვადასხვა ტიპის ,საგანმანათლებლო რესურსების სასწავლო პროგრამის ახალი მოდელის დანერ–
გვა, მონაცემების შეგროვება და ორგანიზება, ანალიზი პრობლემის გადაჭრა, გადაწყვე–ტილების მიღება.
პროექტის მიზნები: მოსწავლებმა შეძლონ გეომეტრიულ ფიგურებში
ხუთკუთხედის ამოცნობა, ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების აღწეა და გამოსახვა. მოსწავლემ შეძლოს პრობლემების გადაჭრის გზების შემოთავაზება.
მონაწილეთა ასაკი: მე–3 კლასი.
ვადები ხანგრძლივობა:ერთი დღე. 18. 03. 2011წ
მოსალოდნელი შედეგები:ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა,
სასწავლო პროგრამების გამრავალფეროვნება , თამაშებითა და აქტიური სწავლების გამოცდილებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
შესაგროვებელი ფურცლები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სახაზავი უბრალო ფანქარი, დავალების ინსტრუქცია( ჯგუფების შესაბამისი რაოდენობა) ჯგუფური ნახატების შექმნა, ახალი ამბების შეთხზვა, რესურსების დახასიათება, ანალიზი, შედარება დასკვნების გამოტანა.
პროექტის მსვლელობა: ჯადოსნური კუნძული ხუთი ნაწილისაგან შედგება.ესენია;წითელი,ყვითელი,ლურჯი და მწვანე სახელმწიფოები დანაცრისფერი ქალაქი.წითელი, ლურჯი და მწვანე სახელმწიფოებიდან თვითეული ესაზღვრება დანარჩენ ოთხივე ნაწილს; ყვითელი სახელმწიფო არ ესაზღვრება ნაცრისფერ ქალაქს , ზღვა მხოლოდ ყვითელ სახელმწიფოს ესაზღვრება.
ასე განლაგდება ჯადოსნური კუნძულის ხუთი სახელმწიფო. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფეფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, მათემათიკა, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ხაჩიძე.
ელ.ფოსტა: khachidze68@ gmail.com
Subscribe to:
Comments (Atom)